უკან15 ნოემბერი 2026, 14:15
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კარატეს საერთაშორისო ტურნირი „თბილისი ოფენი“ მიმდინარეობს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კარატეს საერთაშორისო ტურნირი „თბილისი ოფენი“ მიმდინარეობს. შეჯიბრებაში შვიდი ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. გახსნის ცერემონიაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პირველი საპატიო წევრი გახდა. მას მედალიონი და სერტიფიკატი გადასცეს. ტურნირის შედეგების მიხედვით საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები დაკომპლექტდება.
გაზიარება










