ევროკავშირი ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს, ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დაშვებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს, ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დაშვებისკენ მოუწოდებს. ბრიუსელის განცხადებით, ღაზაში ბოლო პერიოდში მომხდარმა წყალდიდობებმა და ზამთრის მკაცრმა პირობებმა ისედაც გამოფიტული მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, გაზარდა საფრთხეები და გააღრმავა ადამიანური ტანჯვა. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა ნებისმიერ ვითარებაში აუცილებელია.










