უკან15 ნოემბერი 2026, 14:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ღონისძიება ერთობლივად კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და „ბუპრენორფინის“ შემცველი 500 აბზე მეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გაზიარება










