ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სერ ბანი იასის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სერ ბანი იასის ფორუმში მიიღო მონაწილეობა დახურულ დისკუსიებზე მაკა ბოჭორიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ექსპერტებთან გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალა. ფორუმის ფარგლებში მან კოლეგა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ქართველი დიპლომატი, ფორუმზე, კოლეგამ, საამიროების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა მიიწვია.










