შეერთებული შტატები მჭიდრო კონსულტაციებს განაგრძობს რუსეთთან, უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან
შეერთებული შტატები მჭიდრო კონსულტაციებს განაგრძობს რუსეთთან, უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან. ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე ინფორმაციით, დისკუსიებისას რამდენიმე ახალი იდეა გამოიკვეთა, რამაც შესაძლოა მოლაპარაკებებში რღვევა გამოიწვიოს. „ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება შესაბამისმა მხარეებმა უნდა დაამტკიცონ. პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს მხოლოდ ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას და მომავალში კონფლიქტის ალბათობას შეამცირებს,“-წერს კუშნერი.










