აბუ-დაბიში უკრაინის რუსეთისა და შეერთებული შტატების სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ ამერიკული დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა
აბუ-დაბიში უკრაინის რუსეთისა და შეერთებული შტატების სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ ამერიკული დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი კრემლში რუსეთის ლიდერთან შეხვედრას მართავენ. გამოცემა აქსიოსის ინფორმაციით, შეერთებული შტატები რუსეთს სთხოვს ევროპის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით ახალი წინადადებები წარმადგინოს, რომელიც დაძაბულობის შემცირებისკენ იქნება მიმართული. აქამდე რუსეთი ნატოს გაფართოების შეწყვეტასა და საკუთარ საზღვრებთან ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებას ითხოვდა.












