ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და მისი როლი შუა დერეფნის განვითარებაში - ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და მისი როლი შუა დერეფნის განვითარებაში - ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მარიამ ქვრივიშვილმა და ალეხანდრო ჰაიდენბერგმა, საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და ენერგეტიკის სექტორის გეგმებზეც ილაპარაკეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კერძო სექტორის დაფინანსების მექანიზმების გაერთიანება საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციაში. ეფექტიანობის გაზრდისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ გარდაიქმნა ინვესტიციების სააგენტოდ და ეკონომიკური განვითარების კორპორაციად, რომელმაც ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა კერძო სექტორის დაფინანსების ინსტრუმენტები












