წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები მჯდომარე ფრენბურთსა და პარაკალათბურთში შეეჯიბრნენ
წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები მჯდომარე ფრენბურთსა და პარაკალათბურთში შეეჯიბრნენ. პარაკალათბურთის თასი მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი, პირველმა ქვეითმა ბრიგადამ და გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტომ დაიკავეს. რაც შეეხება მჯდომარე ფრენბურთს, ჩემპიონის ტიტული მეოთხე ქვეითმა ბრიგადამ შეინარჩუნა. მეორე ადგილზე მეექვსე საარტილერიო, მესამეზე კი პირველი ქვეითი ბრიგადა გავიდა. ტურნირის მიზანი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნების ხელშეწყობაა.












