საქართველოსთვის ევროპასთან კავშირს, ევროპული ფასეულობები, კულტურა და ტრადიციები განსაზღვრავს - ეს პრემიერის გზავნილია, რომელიც დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე აღნიშნა
საქართველოსთვის ევროპასთან კავშირს, ევროპული ფასეულობები, კულტურა და ტრადიციები განსაზღვრავს. ეს პრემიერის გზავნილია, რომელიც დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე აღნიშნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მზადაა, ევროპელ პარტნიორებთან იმ საკითხებზეც ისაუბროს, რომლებზეც კრიტიკა ისმის. კითხვა-პასუხისას პრემიერმა თქვა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. მან პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზეც უპასუხა შეკითხვას.












