ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა უკრაინის სამშვიდობო პროცესში აქტიურად უნდა ჩაებას
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა უკრაინის სამშვიდობო პროცესში აქტიურად უნდა ჩაებას. ალექსანდრ სტუბის თქმით, აბუ დაბიში სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგი ნაბიჯი უკვე ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით ოთხმხრივი შეხვედრა უნდა იყოს. „სი ენ ენის“ ეთერში, კრისტიან ამანპურთან საუბრისას სტუბმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან გამართული საათ-ნახევრიანი სატელეფონო საუბარი პროფესიონალური და პირდაპირი იყო, რომლის დროსაც მოსკოვს უკრაინული მხარის ორი მთავარი გზავნილი გადაეცა. ის რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ტერიტორიული და უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს. ასევე ის რომ მნიშვნელოვანია დეესკალაციის ზომების მიღება ენერგეტიკის, მარცვლეულის, სამხედრო ტყვეებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.












