საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის საშემოდგომო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის საშემოდგომო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ავჭალის სტადიონზე ქართველმა ბორჯღალოსნებმა კანადის ეროვნული გუნდი ანგარიშით 59:14 დაამარცხეს. მასპინძლების შემადგენლობაში ორი ლელო აკა ტაბუცაძის ანგარიშზეა, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი დაჩი პაპუნაშვილმა, დავით ნინიაშვილმა, ლუკა ტაბატაძემ, ბექა გიგაშვილმა, თორნიკე კახოიძემ და ვანო კარკაძემ აიღეს. ბორჯღალოსნებს, გამარჯვება მიულოცეს პრეზიდენტმა და პრემიერმა. მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 14 ნოემბერს ავჭალის სტადიონზე ტონგასთან გამართავენ. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 18:00 საათზე დაიწყება.










