6 ადამიანი დაიღუპა, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მომხდარი სროლის შედეგად
6 ადამიანი დაიღუპა, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მომხდარი სროლის შედეგად. მძიმედ დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქე და ორი პოლიციელია. შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქის ცენტრში, ბაზრის მოედანზე, გამვლელებს გაუხსნა ცეცხლი. ის სამართალდამცველმა საპასუხო სროლისას დაჭრა და დააკავა. თავდამსხმელი 24 წლის პოლონელია მამაკაცია, რომელიც მამის მანქანით გადაადგილდებოდა. თან არ ჰქონდა დოკუმენტები, რის გამოც ვინაობის დადგენა ოპერატიული გზით გახდა საჭირო. არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და შესაძლო თანამზრახველის ვინაობა დგინგება. მომხდარის გამო კრაკოვში 11 ნოემბრამდე გლოვა გამოცხადდა.










