საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, ლიბანის ეროვნული გუნდი მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, ლიბანის ეროვნული გუნდი მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც დაამარცხა. თელავში გამართული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდმა 2-1 მოიგო. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გახსნა. 28-ე წუთზე ჯანო გიორგაიამ ჩვენი ქვეყნის უპირატესობა ორამდე გაზარდა. სტუმრებმა ალი აქუმის გოლით სხვაობის შემცირება მალევე შეძლეს, თუმცა ქართველებმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი, მსოფლიოს 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, მეინ რაუნდში ასპარეზობს და მომდევნო ოფიციალურ მატჩებს 24 თებერვალს სტუმრად კოსოვოს და 2 მარტს იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს











