ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღე - 19 წელი, 7 ნოემბრის მოვლენებიდან
ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღე. 19 წელი, 7 ნოემბრის მოვლენებიდან, ძალადობიდან, რომელსაც მისი ავტორი, მსჯავრდებული სააკაშვილი დღემდე ამართლებს. იმედში შემოჭრასა და ტელევიზიის დარბევას სააკაშვილი კანონიერ ქმედებებს უწოდებს. 2007 წლის, 7 ნოემბერს ძალოვნებმა აქციის მონაწილეები ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი რიყეზე ძალის გამოყენებით დაშალეს. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. დღის ბოლოს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. შეიარაღებულმა ძალოვნებმა თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს, რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა, დააზიანეს აპარატურა და გათიშეს მაუწყებლობა. იმავე დღეს ძალოვნები მთაწმინდის პარკსა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ სხვა კომპანიებშიც შეიჭრნენ











