ბრიუსელის ბუნდოვანება და ევროკომისიის მიერ უპასუხოდ დატოვებული „ქრონიკის“ შეკითხვა
ბრიუსელის ბუნდოვანება და ევროკომისიის მიერ უპასუხოდ დატოვებული „ქრონიკის“ შეკითხვა. ვის გულისხმობენ თვითნებურად დაკავებულებში? გაგზავნილ შეკითხვაზე მხოლოდ ერთი განმარტება მოგვწერეს, რომ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეუძლიათ. სად ავლებს ბრიუსელი ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და ძალადობრივ დანაშაულს შორის? ევროკომისიის პოზიციას და უპასუხოდ დატოვებულ კითხვის მიზეზს, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციაში განმარტავენ. ბრიუსელი სახელებისა და გვარების დასახელებას შეგნებულად ერიდება, რადგან მათი დანაშაულებრივი ქმედებების აღიარება მოუწევდა. კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ ორმაგ სტანდარტებში და ძალადობრივი მოვლენების წახალისებაში











