უკან07 ნოემბერი 2026, 17:22
ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თეთრ სახლთან ახლოს მოპარულ ავტომობილში მყოფი არალეგალი მიგრანტი დააკავეს
ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თეთრ სახლთან ახლოს მოპარულ ავტომობილში მყოფი არალეგალი მიგრანტი დააკავეს. 30 წლის ვენესუელელმა ახალგაზრდამ დაკითხვისას განაცხადა, რომ ხმები ჩაესმოდა, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის მოკვლისკენ მოუწოდებდნენ. ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა შაშხანა, ორი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ავტომანქანა სამხრეთ კაროლინაში იყო მოპარული
გაზიარება











