ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუბენ გარაბაიას ხელმძღვანელობით, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩისწინა ვარჯიში„თბილისი არენაზე“ გამართა
ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუბენ გარაბაიას ხელმძღვანელობით, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩისწინა ვარჯიში„თბილისი არენაზე“ გამართა. ჩვენი გუნდი ავსტრიასთან მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება — ტრავმების გამო ნაკრებს 4 წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა. პირველი ტურის შემდეგ მე-2 ჯგუფში სიტუაცია ასეთია: ნორვეგიასთან 40:23 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა. ცხრილს 2-2 ქულით ნორვეგია და ავსტრია ლიდერობენ, ხოლო თურქეთი და საქართველო მესამე-მეოთხე პოზიციებზე არიან. ჯგუფიდან პირველი ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა ევროპის პირველობაზე, ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნება საუკეთესო მესამე ადგილოსანსაც. ავსტრიის ნაკრებთან დაპირისპირება 8 ნოემბერს, 18:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ გაიმართება











