საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. „ვორლდ თრეველ მარკეტზე“ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 20-მდე ტურისტული კომპანია და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები წარდგნენ. სამომავლო პარტნიორობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით ქართულმა დელეგაციამ ლონდონში შეხვედრები მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან გამართა.















