ევროკავშირში უკრაინის 2030 წლისთვის გაწევრება არარეალისტურია - განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა
ევროკავშირში უკრაინის 2030 წლისთვის გაწევრება არარეალისტურია - განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ოფიციალური ბუდაპეშტი საკუთარ პოზიციაზე რჩება და მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრება დამსახურებას უნდა ეფუძნებოდეს. ეს კი უკრაინისთვის დაჩქარებულ პროცესს გამორიცხავს. ევროკავშირის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით რომ ბუნდოვანია, ეს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშიც გამოჩნდა, სადაც უკრაინისთვის შემუშავებული საგზაო რუკა კონკრეტული ვადების გარეშეა.















