უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებს მძიმე ბრალდებებს უყენებს
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებს მძიმე ბრალდებებს უყენებს. თაღლითური ქოლ-ცენტრების , ნარკობიზნესის, ადამიანების გატაცების და წამების საქმეზე ძალოვანი სტრუქტურების ხუთი წარმომადგენელია დაკავებული. მათ შორის ერთი უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანია. ანტიკორუფციული ბიურო უკრაინელი მაღალჩინოსნების ხმაურიანი საქმის ახალი დეტალების გასაჯაროებას აანონსებს.















