საფრანგეთში ისევ საპროტესტო აქციებია
საფრანგეთში ისევ საპროტესტო აქციებია. მობილიზებულია სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფებიც. გუშინ საფრანგეთის ხუთ ქალაქში პარიზში, ლიონში, ნანტიში, ბორდოსა და მარსელში აქცია ერთდროულად იმართებოდა. დემონსტრანტები სამართალდამცველებმა ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით დაშალეს. ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია აქციის 448 მონაწილე, დაშავებულია 53 სამართალდამცველი. საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ , რომ ნებისმიერ გადაცდომაზე მკაცრი რეაგირება ექნებათ. მათ შორის სკოლის მოსწავლეების შემთხვევაშიც.















