ხაშურში ნომერ მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს
ხაშურში ნომერ მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრი საჯარო სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და სასკოლო საზოგადოებას შეხვდა. მინისტრმა სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეების მშობლებს პროექტის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

















