პარლამენტის თავმჯდომარე ევრობიუროკრატთა შერჩევით მიდგომაზე წერს
პარლამენტის თავმჯდომარე ევრობიუროკრატთა შერჩევით მიდგომაზე წერს. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელოდება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კი საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ 7 წელია, ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს, თუმცა არც ერთხელ არ დაუგმია ძალადობა. შალვა პაპუაშვილი კონკრეტული ფაქტების თანმიმდევრობას წლების მიხედვით იხსენებს. ასევე მაგალითებად მოჰყავს ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოსა და საფრანგეთზე.






