საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა - საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე
საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა - საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება. სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან და განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად. ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებას პოლიტიკური ზეწოლის მცდელობად აფასებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს.

















