პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხუთი თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხუთი თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიაზე მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

















