დღეს საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია 2026 წლის ივნისში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა. ახალი ფინანსური ინსტიტუტი სრულად შეინარჩუნებს აქამდე არსებულ ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტებს, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული ხელს უწყობდა ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, ასევე კორპორაცია შეძლებს მსხვილ და სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში მონაწილეობას. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

















