ოქროს გლობუსი კოღუაშვილს
„ოქროს გლობუსის - აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო ღონისძიება“ 23-24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება. ორდღიანი გალა-ღონისძიება ისტორიული „აბრეშუმის გზის“ რეგიონის კინოსა და ტელევიზიის სფეროს წარმომადგენელთა გამორჩეულ მიღწევებს მიეძღვნება. შერჩეულ ლაურეატებს სამ სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოებენ, მათ შორის „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო “ ქართველ რეჟისორს ლევან კოღუაშვილს გადაეცემა
















