კონსტიტუციური სარჩელი - გაურკვევლობა ოპოზიციაში
მომავალი კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის ხელმოწერით დადასტურებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა იწყება. საქმე ეხება იმ ხუთი პოლიტიკური ძალის კანონგარეშედ გამოცხადებას, რომელიც მმართველი გუნდის შეფასებით, წლებია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით არიან დაკავებული. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსი ზუსტად გულისხმობს იმ ძალების აკრძალვასა და კანონგარეშედ გამოცხადებას, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 21 ოქტომბერს გაიმართება და სამი დღის განმავლობაში იმსჯელებს, მიიღებს თუ არა სარჩელს წარმოებაში
















