საქართველოს მიღწეული პროგრესი
ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით წარმატებული გამოცდილების გაზიარება - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მიწვევით ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმში საქართველოს გარდა, საფრანგეთის, სამხრეთ კორეის, ვენესუელისა და რუანდის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მონეტარული პოლიტიკის მართვა და ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება იყო.
სიუჟეტის ავტორი: ჯემო გოგმაჩაძე















