ის, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებენ, ევროპული სახელმწიფოებისთვის თავდაცვის აუცილებელ მექანიზმად განიხილება
ის, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებენ, ევროპული სახელმწიფოებისთვის თავდაცვის აუცილებელ მექანიზმად განიხილება. ფრანგი სენატორები დეზინფორმაციისთვის სასჯელის სამ წლიან პატიმრობამდე გაზრდას გეგმავენ. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს და სვამს კითხვას - როდესაც სხვა ქვეყნებისთვის უცხო ჩარევებისგან კანონით დაცვა ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევა, რატომ ხდება კრიტიკის ობიექტი საქართველო ანალოგიური ნაბიჯებისთვის?
















