სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და მასშტაბური ინვესტიციები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დუბაიშია
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და მასშტაბური ინვესტიციები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დუბაიშია. მაღალი დონის შეხვედრების მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის რეკორდული ზრდაა. პარალელურად, მხარეები აქტიურად მუშაობენ ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებაზე, მათ შორის თბილისის მშრალი პორტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტებზე, რაც საქართველოს რეგიონულ სავაჭრო ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს
















