სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ბათუმში გამართულ „თრიალეთის თასზე“ ოქროს მედლები მოიპოვეს
სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ბათუმში გამართულ „თრიალეთის თასზე“ ოქროს მედლები მოიპოვეს. ქართული წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფებოდა და ჩემპიონობის მთავარ ფავორიტადაც ითვლებოდა. მათ ყველაზე დიდი კონკურენცია ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ანასტასია მიშინამ და ალექსანდრ გალიამოვმა გაუწიეს, რომლებმაც ორივე პროგრამის ჯამში 132.83 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. ბერულავა-მეტელკინას წყვილმა თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულა, საბოლოოდ 135.82 ქულა მოაგროვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა. „თრიალეთის თასზე“ გამარჯვება ასევე მოიპოვეს დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილმა, ხოლო ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგში საუკეთესო ნიკა ეგაძე გახდა.
















