პირველად ისტორიაში, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგმა ქვეყნის მასშტაბით 30%-ს მიაღწია
პირველად ისტორიაში, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგმა ქვეყნის მასშტაბით 30%-ს მიაღწია. გამოკითხვის თანახმად, რომელიც გამოცემა „ბილდის“ დაკვეთით სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა „ინსამ“ ჩაატარა, ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მხარდამჭერთა რიცხვი რეკორდულ 18%-მდე დაეცა. რაც შეეხება „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მმართველ კოალიციაში იმყოფება, მას გამოკითხულთა 14% ემხრობა.
















