რეგიონებში პედაგოგების დაჯილდოების პროცესი გრძელდება
რეგიონებში პედაგოგების დაჯილდოების პროცესი გრძელდება. ამჯერად, განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა სკოლების გამორჩეული პედაგოგები, ქობულეთსა და ბათუმში დააჯილდოვა. თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მათ მადლობის სიგელები გადასცა. პედაგოგების დამსახურებას გაუსვა ხაზი, პისას საერთაშორისო კვლევაში ასახულ შედეგებზე.
















