სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა, რომელიც მთელ საფრანგეთში გავრცელდა
სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა, რომელიც მთელ საფრანგეთში გავრცელდა, ახლა კონტროლს მიღმაა. ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული პოლიციის პრესსპიკერმა აგატ ფუკომ განაცხადა. მან დემონსტრანტებს მშვიდობიანი ქმედებებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ხელისუფლება ძალადობასა და ვანდალიზმს მტკიცედ უპასუხებს. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, დემონსტრაიციების დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 000-მდე ადამიანი, ძირითადად მოზარდები დააკავეს. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მოხდარი შეტაკებების დროს ასობით ადამიანი დაშავდა.
















