დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. „რესპუბლიკელებმა 2026 წლის შუალედური არჩევნები უნდა მოიგონ და ჩვენ ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, იქნება ეს ადრეული ხმის მიცემა, ხმის მიცემა დაუსწრებლად, ფოსტით თუ პირადად. გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა. ისევ გახადეთ ამერიკა დიდებული!“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველს, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს 5 000 დოლარს გადასცემს.
















