დღეს, საღამოს რუსთავის ცენტრალურ პარკში „ოქსიგენ-ფესტი 2026“ გაიხსნება
„ოქსიგენ-ფესტი 2026“ გაიხსნება დღეს, საღამოს რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიულ ციხესთან არსებულ საფესტივალო სივრცეში. „ხმაური სიხარულისთვის“ - ამ ლაიტმოტივით გაერთიანებული 2-დღიანი ფესტივალი, რუსთავის სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება. პირველი მუსიკალური საღამო, კი ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს დაეთმობათ. „ოქსიგენ ფესტი“ რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა.























