რუსეთში საწვავის კრიზისის გაღრმავების ფონზე, ციმბირის რეგიონების მოსახლეობასა და ბიზნესს, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებენ
რუსეთში საწვავის კრიზისის გაღრმავების ფონზე, ციმბირის რეგიონების მოსახლეობასა და ბიზნესს, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტომსკის ოლქში საჯარო უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივი მივლინებების უფრო შერჩევითად დაგეგმვა და ონლაინშეხვედრების უფრო აქტიურად გამოყენება დაევალათ. ნოვოსიბირსკის ოლქში კი გამოსცეს განკარგულება, რომლითაც ყველა საწარმოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების გარდა, ეძლევა რეკომენდაცია, თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. მოსახლეობას ასევე მოუწოდებენ, შეძლებისდაგვარად ნაკლებად გამოიყენონ პირადი ავტომობილები.























