გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 1 თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 1 თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ განაცხადა, ივნისში უკრაინაში, სულ მცირე, 265 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 816 კი დაშავდა. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საგანგაშო ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება.























