ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, პრაქტიკის გავლაა. სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით პრაქტიკული სწავლებას გაივლიან. როგორც აღინიშნა, მემორანდუმი ხელს შეუწყობს სისტემისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადებას. ჯანდაცვის მინისტრმა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში თუ ჯანმრთელობის დაცვის სხვა მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილა.























