დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს, ირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ საჯაროდ გამოაცხადოს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს, ირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ საჯაროდ გამოაცხადოს. ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თეირანმა პირობა უნდა დადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს შეწყვეტს. მოთხოვნა ვაშინგტონმა თეირანს როგორც პირდაპირ, ისე რეგიონული შუამავლების მეშვეობით გადასცა.























