19 ოქტომბერი 2026, 00:52
ძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
სპორტი

გერვასი თაბაგარი
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
გაზიარება
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში დაძლებული 154 კილოგრამით მეათე ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 357 კილოგრამით კი ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.





