19 ოქტომბერი 2026, 00:42
ძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
სპორტი

ირაკლი ვეკუა
ფოტო: სპორტის სამინისტრო
გაზიარება
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა და ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 376 კილოგრამითაც.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.





