19 ოქტომბერი 2026, 00:40
ძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
სპორტი

გივი დარსაველიძე
ფოტო: სპორტის სამინისტრო
გაზიარება
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ძალოსანმა ატაცში 168 კილოგრამი დაძლია, აკვრაში - 210 კილოგრამი, ორჭიდის ჯამში კი 378 კილოგრამი მოაგროვა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.





