ბათუმში წყალბურთის „შავი ზღვის თასის“ ტურნირის დასკვნითი დღეა
სპორტი

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ბათუმში წყალბურთის „შავი ზღვის თასის“ ტურნირის დასკვნითი დღეა.
ტურნირი, საქართველოს ეროვნული საწყლოსნო სახეობათა ფედერაციისა და წყალბურთის კლუბ „აპოლოს“ ორგანიზებით, ისტორიაში პირველად ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 75 ათას ევროს შეადგენს.
ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ იაპონური „კაშივაზაკი“ 12:10 დაამარცხა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. მე-5 ადგილისთვის გამართულ მატჩში კი საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ „მარსელს“ 16:15 სძლია და მეხუთე პოზიციაზეა. ტურნირის ჩემპიონობისთვის მსოფლიო წყალბურთის ორი გრანდი იბრძოლებს - „პრო რეკო“ და „ფერენცვაროში“.
ფინალური მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.





