„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში კახა კალაძე საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა
სპორტი

ფოტო: თბილისის მერია
იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საფეხბურთო კლუბების - „რომასა“ და „მილანის“ ლეგენდები - ფრანჩესკო ტოტი და კახა კალაძე დაესწრნენ.
სპეციალურად „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ (Golden Week of Football) ფარგლებში, საქართველოში იტალიის ჩემპიონატის თასი სერია A-ს წარმომადგენელმა ჩამოიტანა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ და ფრანჩესკო ტოტიმ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.





