22 ნოემბერი 2026, 17:13
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთაგან 3 დღეს დაკრძალეს
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
გაზიარება
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთაგან 3 დღეს დაკრძალეს.
ტაძარში გაიმართა დედა-შვილის ვერონიკა ვანიშვილისა და 7 წლის არიანას სამოქალაქო პანაშვიდი, სადაც თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.
დღეს საქართველოში გლოვის დღეა.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.





