როგორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სუროგაციის პრაქტიკა
საზოგადოება

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
სუროგაციის საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებულია - სუროგაცია აკრძალულია ხორვატიაში, ლიეტუვაში, მალტაში, სლოვენიაში, ავსტრიაში, ფინეთში, შვედეთსა და უნგრეთში.
იტალიის მოქალაქეს კი სუროგაციისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მაშინაც, თუ ამ გზას ისეთ ქვეყანაში მიმართავს, სადაც სუროგაცია კანონიერია. იტალიის კანონით, დარღვევისთვის გათვალისწინებულია ორ წლამდე პატიმრობა და ჯარიმა 600 ათასიდან ერთ მილიონ ევრომდე.
გერმანიაში აკრძალულია სუროგაციის ორგანიზება და პროცედურაში სამედიცინო პერსონალის მონაწილეობა, საფრანგეთსა და ესპანეთში კი სუროგაციის ხელშეკრულება ბათილია.
კანადა, ავსტრალია და ინდოეთი კომერციულ სუროგაციას კრძალავენ და მხოლოდ უანგარო ფორმას უშვებენ.
საბერძნეთში კი უანგარო სუროგაციისთვისაც სასამართლოს წინასწარი ნებართვაა საჭირო.
სუროგაციის კანონმდებლობა ამერიკაში შტატების მიხედვით განსხვავდება. ზოგ შტატში კომერციული სუროგაცია სამართლებრივად რეგულირდება, სხვაგან კი შეზღუდული ან აკრძალულია.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.





