22 ნოემბერი 2026, 17:33
დეკანოზი საბა ჭიკაიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე: ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალება
საზოგადოება

დეკანოზი საბა ჭიკაიძე
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
გაზიარება
ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალება, - განაცხადა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს არის ბავშვის გაჩენის არაბუნებითი გზა.
„იმის გამო, რომ ტექნიკურად არსებობს ამის საშუალება, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი საშუალებაც გვაქვს“, - აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.





