კრწანისის რაიონის გამგებელი: კავშირი მაქვს ყველა იმ ადამიანთან, რომელიც გადაყვანილია სასტუმროში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინას, ქალბატონ ეკატერინას და მათ ოჯახს კიდევ ერთი კეთილი საქმის გაკეთებისთვის
საზოგადოება

ლაშა ცაგურია
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
ამ ეტაპზე ვამაგრებთ სადარბაზოს, უეცარი ნგრევის პრევენციის მიზნით, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლაშა ცაგურიამ.
ცაგურიას თქმით, მას კავშირი აქვს სასტუმროში გადაყვანილ ყველა მოქალაქესთან.
„კავშირი მაქვს ყველა იმ ადამიანთან, რომელიც გადაყვანილია სასტუმროში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინას, ქალბატონ ეკატერინას და მათ ოჯახს კიდევ ერთი კეთილი საქმის გაკეთებისთვის“, - აღნიშნა ლაშა ცაგურიამ.
დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.





